Tuesday, July 8, 2014

მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღეს გავეცანით ინტერნეტ რესურსების გამოყენების ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებს.განვიხილეთ ბიბლიოგრაფიისა და საავტორო უფლებების შაბლონები, შეფასების სქემები, რომლებიც აფასებს მოსწავლეს პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, მუშაობის პროცესში და პროექტის დასრულების შემდეგ. ყურადღება გავამახვილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე. შეფასების რუბრიკები უნდა იძლეოდეს საშუალებას შევაფასოთ თუ რამდენად ფლობს მოსწავლე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და შევძლოთ ამ უნარების განვითარება. ჩამოვაყალიბეთ სასწავლო პროექტის გეგმა სრული სახით, განვიხილეთ ერთ ერთი მონაწილის სასწავლო პროექტი.

No comments:

Post a Comment