სასწავლო პროექტის გეგმის
შაბლონი
სასწავლო თემის ავტორი
|
||
სახელი და გვარი
|
ფიქრია მუსერიძე
|
|
რაიონი
|
ამბროლაურის რაიონი
|
|
სკოლა
|
სსიპ. ამბროლაურის
მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლა
|
|
ქალაქი
|
||
თემის
მონახაზი
|
||
თემის დასახელება
|
||
ფულის ხე
|
||
თემის შინაარსი
|
||
მოსწავლეები შეისწავლიან
სოფელ თლუღის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური ჯიშის ხე- მცენარის
კავკასიურ სოჭს (Abies nordmanniana),მისი დანიშნულება- გამოყენებასა და მასთან
დაკავშირებული საქმიანობებს.. ინფორმაციის მოძიების, ანალიზის, შედარებისა და შეფასების გზით. მოსწავლეები
შექმნიან საინფორმაციო ბროშურებს
და გაზეთს, სამოქმედო გეგმას,
დღიურებს, პრეზენტაციებს, მოაწყობენ
დისკუსიას, მუშაობის პროცესში
გამოიყენებენ ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, მოიძიებენ
ინფორმაციას, შექმნილ მასალებს
გამოაქვეყნებენ
ინტერნეტსივრცეში.
|
||
საგანი
|
||
ისტორია (მასწავლებელი- ფიქრია
მუსერიძე), გეოგრაფია (მასწავლებელი -მალხაზ გურაბანიძე), ბიოლოგია (მასწავლებელი-
ქეთო გვენცაძე).
|
||
დონე/კლასი
|
||
საბაზო საფეხური, მე-7- 8 კლასები.
|
||
განხორციელების დროის ჩარჩო
|
||
1 თვე
|
||
თემის საფუძვლები
|
||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
|
||
ისტ.VII.5. მოსწავლეს შეუძლია ახსნას, თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი
პირობები დასახლების ტიპებზე, საზოგადოების ტრადიციებსა და მეურნეობის
განვითარებაზე.
გეო.VII.4. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ბუნებრივი რესურსების
რაციონალურ და მრავალმხრივ
გამოყენებაზე.
გეო.VII.10. მოსწავლეს შეუძლია ახსნას გარემოსდაცვითი ღონისძიებების აუცილებლობა.
ისტ. VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ვაჭრობის მნიშვნელობაზე ადამიანისა და
საზოგადოების კეთილდღეობისთვის.
ისტ.IX.7. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის
ჩამოყალიბებისა და განვითარების
შესახებ.
წერილობით აღწერს და ახასიათებს მის საცხოვრის
დასახლებულ პუნქტში (ქალაქში, სოფელში,
რაიონში) მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს
ბუნ.VII.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის
საგანი და კვლევის ეტაპები.
ბუნ.VII.7.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ცოცხალი
სამყაროს მრავალფეროვნება, გამოიყენოს კლასიფიკაციის პრინციპი და იმსჯელოს სხვადასხვა
ჯგუფებს შორის მსგავსება-განსხვავებაზე.
|
||
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
|
||
მოსწავლეები შეძლებენ
ჩამოაყალიბონ თავიანთი საცხოვრისის (სოფლის) ისტორიულ, გეოგრაფიულ, დემოგრაფიული
დახასიათება.
განსაზღვრავენ რომელ
ბუნებრივ რესურსს წარმოადგენს კავკასიური სოჭი და შეისწავლიან მას.
დააკვირდებიან და
განსაზღვრავენ რა გავლენა მოახდინა გარემო პირობებმა, კერძოდ სოფლის ტერიტორიაზე
კავკასიური სოჭის ტყეების არსებობამ სოფლის ცხოვრების ყოველდღიურობაზე, რა ახალი
სქმიანობა გაჩნდა სოფელში არსებულ სხვა ტრადიციული საქმიანობების გვერდით.
მოიძიებენ და
წარმოადგენენ ინფორმაციას კავკასიური
სოჭის გირჩის შეგროვების (ე.წ. „გირჩობა“) და მისი რეალიზაციის შესახებ.
მოაწყობენ საველე ვიზიტებს, ჩაატარებენ გამოკითხვებს სოფლის მოსახლეობაში. აიღებენ
ინტერვიუს გირჩის ვაჭრობა- რეალიზაციით დაკავებული უცხოური კომპანიების
მფლობელებისა და მათი წარმომადგენლებისაგან.
ინფორმაციის ურთიერთშედარებისა და ანალიზის შემდეგ შეგროვილ მასალას
წარმოადგენენ სლაიდ- შოუს სახით.
მოიძიებენ
ინფორმაციას საახალწლო და საშობაო დღესასწაულების აღნიშვნისა და საშობაოდ ნაძვის
ხის გამოყენების ტრადიციების შესახებ. წარმოადგენენ სლაიდ- შოუს.
მოსწავლეები
გამართავენ დისკუსიას თემაზე, თუ რა დადებითი ან უარყოფითი გავლენა იქონია
ადგილობრივ მოსახლეობაზე კავკასიური სოჭის ტყეების არსებობამ.მოსწავლეები
ჩამოაყალიბებენ მოსაზრებებს,გააანალიზებენ და შეაფასებენ.
მოსწავლეები
მშობლებისაგან შეგროვილი გირჩიდან გამოარჩევენ თესლს და სკოლის ეზოში მცირე
ნაკვეთზე
მოაწყობენ მცირე
სანერგეს.
შესაძლებლობის
არსებობის შემთხვევაში მოეწყობა ექსკურსია დანიაში, იქ არსებული კავკასიური
სოჭის სანერგე მეურნეობების გასაცნობად.
მოსწავლეები
შექმნიან, ერთმანეთს გაუზიარებენ და წარმოადგენენ სტატიებს, ბროშურებს, დღიურებს,
ცხრილებს, დიაგრამებს, გაზეთს, პორტფოლიოს, ვებ-რესურსებს, ფოტო-ვიდეო მასალას.
მოაწყობენ სლაიდ-შოუს.
პროექტის
განხორციელების დროს მოსწავლეებს განუვითარდებათ ზედა დონის სააზროვნო უნარები:
ანალიზი, სინთეზი, შეფასება.
|
||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
|
||
ზოგადი კითხვა
|
1.გიყვართ დღესასწაულების აღნიშვნა?
2.რომელი დღესასწაულები გიყვართ ყველაზე მეტად?
3.რა ალამაზებს ახალი წლის დღესასწაულს?
|
|
თემატური კითხვები
|
1.რა ვითარებაა
საქართველოში საახალწლო ნაძვის ხეებთან დაკავშირებით?
2.შეადარეთ
ერთმანეთს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევროპასა და საქართველოში არსებული
ვითარება.
|
|
შინაარსობრივი კითხვები
|
1.რომელ ხესთან ასოცირდება თქვენთვის ფულის ხე, რატომ?
2.შესაძლებელია თუ არა რამდენიმე
მიმართულებით წარვმართოთ ერთი კონკრეტული საკითხის, საშობაო ნაძვის ხის
შესწავლა. ჩამოაყალიბეთ სამიზნე მიმართულებები.
3.საშობაო ხე
სადღესასწაულო განწყობის გარდა წარმოშობს თუ არა სხვა ასოციაციას.
4. როგორ საშობაო ნაძვის ხეს აირჩევდით ბუნებრივს თუ
ხელოვნურს?
5.რა
დანიშნულებით გააქვთ ევროპაში, კერძოდ დანიაში კავკასიური სოჭის თესლი. რა
შეიძლება იყოს ამის საფუძველი?
|
|
შეფასების გეგმა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების დროის ჩარჩო
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტის განხორციელების დაწყებამდე მოსწავლეები შეადგენენ და
ერთმანეთს გააცნობენ პორტფოლიოს, ჩამოაყალიბებენ კითხვებს, შეიმუშავებენ
დღიურების ფორმას,სამუშაო მასალას შემნიან ელექტრონულად, პროექტის განხორციელების
მანძილზე პერიოდულად შეავსებენ ცხრილს „ვიცი/მინდა ვიცოდე/ ვისწავლე.
მოსწავლეები უპასუხებენ
მასწავლებლის მიცემულ მიმარათულების მიმცემ
საკვანძო კითხვებს,გააკეთებენ SWOT ანალიზს,
მოაწყობენ პრეზენტაციებს,
დისკუსიას, მოამზადებენ ბროშურებს, კედლის გაზეთს,
მოაწყობენ მცირე სანერგეს. შექმნიან ვებ-გვერდებს. თვითშეფასებისა და
ურთიერთშეფასებისათვის გამოვიენებთ
გუგლის დოკუმენტებს.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სხვა
საკითხები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
საბაზისო
უნარ-ჩვევები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოსწავლეები ფლობენ
იფორმაციის მოძიების, შეგროვებისა და ურთიერთშეჯერების უნარ-ჩვევებს. შეუძლით გამოიყენონ ისტ
ტექნოლოგიები.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო
პროცედურები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
·
სამოქმედო გეგმისა და
დღიურების ფორმის შემუშავება, სამუშაო
ფორმების ელექტრონული ვერსიის შექმნა. პროექტის
დაწყებამდე ერთი კვირით ადრე. პროექტში
მონაწილე ყველა მოსწავლე. ხელმძღვანელი მ.ჭიჭინაძე.
·
სოფელ თლუღის
ისტორიული,გეოგრაფიული, დემოგრაფიული დახასიათება. სტატიის მომზადება (ცნობების
მოპოვება ისტორიის და გეოგრაფიის მასწავლებლებისგან,
ინფორმაციის მიღება დემოგრაფიულ მონაცემებზე ადგილობრივი თემის მმართველ
ორგანოში, მასწავლებლის მიერ მითითებული
ლიტერატურის შესწავლა, დემოგრაფიული
მდგომარეობის შემსწავლელი დიაგრამის
აგება, ფოტოების მომზადება) 1კვირა
-- ხელმძღვანელი თამარ
ჭიჭინაძე,მე-8 კლასი, ფასილიტატორი
მალხაზ გურაბანიძე, ფიქრია მუსერიძე
·
კავკასიური
სოჭის ბიოლოგური აღწერილობის შესწავლა
და სტატიის მომზადება. (ცნობების მოპოვება ბიოლოგიის მასწავლებლისგან,
ენციკლოპედიიდან, ინტერნეტ მასალებიდან, ფოტოების შეგროვება და გადაღება),
პირველი 1 კვირა, ხელმძღვანელი თამარ კბილაძე მ- 8 კლასი, ფასილიტატორი ქეთო
გვენცაძე. ფოტოებს გადაიღებს გიორგი გურაბანიძე.
·
საინფორმაციო
ბროშურის მომზადება და მისი მშობლებისა
და დაინტერესებული პირებისათვის
გადაცემა. პირველი ერთი კვირა.
ხელმძღვანელი თ. ჭიჭინაძე
·
საპრეზენტაციო თემის
„გირჩობა“ მომზადება და წარმოდგენა სლაიდ-შოუს სახით.ინფორმაციის მოძიება
მოხდება გირჩის კრეფით დაკავებული პირებისგან ინტერვიუს აღებით, საველე გასვლით
და სამუშაო პროცესზე დაკვირვებით. მომზადდება ფოტო და ვიდეო მასალები. შემდეგი
სამი დღე - ხელმძღვანელი მარიამ ჭიჭინაძე, მე- 8 კლასი, ფასილიტატორი ფიქრია
მუსერიძე. ფოტოებს გადაიღებს გიორგი
გურაბანიძე
·
კავკასიური სოჭის
გირჩის თესლის რეალიზაციიასთან და ევროპაში
(დანია, გერმანია) არსებულ კავკასიური სოჭის
სანერგე მეურნეობების შესახებ
ინფორმაციის შეგროვება
აღნიშნული საქმიანობით დაკავებული უცხოური კომპანიების მფლობელებისა და
მათი წარმომადგენლებისაგან და
ინტერნეტქსელიდან. მოსწავლეები
ინფორმაციას წარმოადგენენ ინტერვიუს,
სტატიის და
პრეზენტაციის სახით.
შემდეგი 1 კვირა, ხელმძღვნელი თამარ ჭიჭინაძე, მარიამ ჭიჭინაძე, ფასილიტატორი ფ.
მუსერიძე
·
საშობაო და საახალწლო
დღესასწაულების აღნიშვნისა და მასთან დაკავშირებული ატრიბუტების ქართული და
ევროპული ტრადიციების შესწავლა ინტერნეტ რესურსების საშუალებით, შესწავლილი მასალის წარმოდგენა მოხდება ბროშურების და პრეზენტაციის სახით. მომდევნო 1კვირა, ხემძღვანელი თ.ჭიჭინაძე,
მონაწილე ი. ცაგურიშვილი, გ.გურაბანიძე,
ფასილიტატორი ფ. მუსერიძე
გ.გურაბანიძე მოიძებს
მასალებს საბერძნეთში ახალი წლის და საშობაო დღესასწაულების აღნიშვნის
ტრადიციების შესახებ, შეგროვილ მასალას წარმოადგენს წერილობითი სახით.მომდევნო 1 კვირა.
·
მოსწავლეები აწარმოებენ ყოველდღიური საქმიანობის აღმწერ დღიურებს.1 თვე.
კედლის გაზეთის შექმნა.10/10-15/10 ხელმძღვანელი მ. ჭიჭინაძე, მონაწილეები თ. ჭიჭინაძე, თ. კბილაძე, გ. გურბანიძე, ი.ცაგურიშვილი.
ფასილიტატორი ფ. მუსერიძე
·
მოსწავლეთა მიერ
შექმნილი მასალების ინტერნეტში ატვირთვა, ვებ- გვერდის შექმნა.ბოლო კვირა, ხელმძღვანელი თ. კბილაძე, ფასილიტატორი ფ. მუსერიძე
·
მოსწავლეთა მიერ მომზადებული და შექმნილი მასალების პრეზენტაცია სლაიდ-შოუს სახით. ბოლო დღე, ხელმძღვანელი თ. ჭიჭინაძე,
ფასილიტატორი ფ. მუსერიძე
·
დისკუსია თემაზე-
სოფლის ტერიტორიაზე კავკასიური სოჭის ტყეების არსებობამ რა სიკეთე მოუტნა
სოფელს. დადებითი და უარყოფითი შედეგების
ჩამოყალიბება, ანალიზი და შეფასება.
ბოლო დღე, მოაწილეები თ.ჭიჭინაძე, თ. კბილაძე,
მ.ჭიჭინაძე, ი. ცაგურიშვილი, გ.გურაბანიძე.
ფასილიტატორი ფ. მუსერიძე
·
პროექტზე მუშაობის
ბოლო ეტაპზე (მესამე კვირის ბოლოს)
მოსწავლეებს დავუსვამ თემატურ კითხვას: რა ვითარებაა საქართველოში და ევროპაში საახალწლო ნაძვის ხეებთან
დაკავშირებით, მოსწავლეები თავიანთი
მოძიებული და შესწავლილი ინფორმაციას გაუკეთებენ ანალიზს, გამოიტანენ დასკვნებს,
დასახავენ სამომავლო იდეებს.
·
სკოლის ეზოში მცირე სანერგეს მოწყობა.ბოლო 1 კვირა, ხელმძღვანელი მ.ჭიჭინაძე, მონაწილეები თ.კბილაძე, ი.
ცაგურიშვილი, ფასილიტატორი მ.გურაბანიძე, ფ.მუსერიძე.
|
დიფერენცირებული სწავლება
|
||
სპეციალური საჭიროებები
|
დავიხმარ სპეც.
მასწავლებელს.
განვსაზღვრავ
მოსწავლეთა საჭიროებებს, მათ ძლიერ მხარეებს და ამის მიხედვით მივცემ
დავალებებს.
შევამცირებ დავალებების
მოცულობას, გავზრდი შესრულების დროს.
|
|
არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების
ენა არ არის მშობლიური)
|
მოსწავლის სწავლების
ენა არის ქართული, მაგრამ რადგან მოსწავლე იზრდებოდა და სწავლობდა საბერძნეთში, შედარებით უჭირს
ქართულ ენაზე აზრის თანმიმდევრულად გამოთქმა,თუმცა წერითი უნარი უკეთ აქვს
განვითარებული. მისი ინტერესებიდან გამომდინარე მისთვის მიცემული დავალება საბერძნეთთან იქნება
დაკავშირებული. და წერილობით შეასრულებს. დავლებაში მოსწავლე
აღწერს საბერძნეთში საშობაო და საახალწლო დღესასწაულების აღნიშვნის წეს- ჩვეულებებს.
მოსწავლე ჩართული იქნება ფოტო გადაღებების პროცესში.
|
|
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
|
მაღალი აკადემიური
მოსწრების მოსწავლეები ხელმღვანელობას გაუწევენ რამდენიმე სასწავლო პროცედურას,
დამოუკიდებლად შეიმუშავებენ დღიურებს სამუშაო განრიგით. სხვადასხვა წყაროებიდან
მიღებულ ინფორმაციებს შეადარებენ ერთმანეთს, დამოუკიდებლად გამოიტანენ
დასკვნებს. მუშაობის პროცესში გამოიყენებენ საინფორმაციო ტექნიკას და
ტექნოლოგიებს (კომპიუტერი,ციფრული კამერა,პრინტერი, ინტერნეტ-კავშირი,პროექტორი.საგამომცემლო
პროგრამები,ინტერნეთ ძიება სხვ.)
|
|
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
|
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა) |
||
ფოტოკამერა
კომპიუტერი (ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
|
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო
აღჭურვილობა.
მობილური ტელეფონი
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
|
||
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
|
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
|
ბეჭდვითი მასალები
|
შეგიძლიათ იხილოთ ბიბლიოგრაფიის
ჩანართში
|
ინვენტარი/მასალები
|
ქაღალდები გაზეთისთვის,ბროშურისთვის, ფერადი ფანქრები, მარკერები,
ჩანაწერებისთვის წიგნაკები.
|
ინტერნეტრესურსები
|
იხილეთ საავტორო
უფლებების ჩანართში
|
სხვა რესურსები
|
მოსწავლეები სასწავლო პროექტის ფარგლებში განახორციელებენ საველრებლების, ადგლობრივი თემის მმართველი ორგანოს წარმომადგენლებისგან, უცხოელი ინვენსტორების და მათი ქართველი თანამშრომელებისაგან.
|
No comments:
Post a Comment