Tuesday, July 8, 2014

ტრენინგის პირველი და მეორე დღე

intel-ის სასწავლო პროგრამის ტრენინგის პირველ დღეს მოხდა ტრენინგის ხელმძღვანელისა და  ტრენინგის მონაწილე მასწავლებელთა ურთიერთგაცნობა. გავეცანით ტრენინგის კურსის პროგრამის ჩამონათვალს,viuer- ის პროგრამას,სასწვლო პროექტის გეგმის შაბლონს და შეფასებების სქემას.
 მეორე დღეს გავეცანით ტრენინგის მონაწილეთა სასწავლო პროექტების გეგმებს და შევაფასეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების შესაბამისობის მიხედვით.გავეცანით პროექტისთვის საჭირო ბროშურისა გაზეთის შაბლონებს. 
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებისა ტრენინგის პირველ და მეორე დღეს ვისაუბრეთ ბლუმის ტაქსონომიის შესახებ, გავიხსენეთ სააზროვნო დონეების შესატყვისი ზმნები, გავიაზრეთ, რომ პროექტების განხორციელების დროს ბავშვებს უვითარდებათ ზედა დონის (ანალიზი, სინთეზი, შეფასება) სააზროვნო უნარები. გავეცანით კითხვების ჩამოყალიბების პრინციპებს, თუ როგორ დავაინტერესოთ მოსწავლეები ზოგადი კითხვებით და გადავიდეთ თემატურ, შინაარსობრივ და მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.გავეცანით კითხვების შეფასების სქემას, კითხვები უნდა ავითარებდეს კრიტიკულ აზროვნებას,ამოწმებდეს ფაქტობრივ ცოდნას,ხელს უწყობდეს სასწავლო მიზნების განვითარებას და მათ შორის უნდა არსებობდეს კავშირი.ჩამოვაყალიბეთ ყველა ტიპის შეკითხვა.ვისაუბრეთ პროექტებით სწავლების პროცესის უპირატესობაზე, პროექტებზე დაფუძნებული სწავლების პროცესი ორიენტირებულია მოსწავლეზე, ეფუზნება მნიშვნელოვან სასწავლო ამოცანებს, შეესაბამება სტსნდარტებს, უკავშირდება რეალურ ცხოვრებას აუმჯობესებს სწავლების პროცესს, მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიებს, უვითარდებათ სააზროვნო უნარ-ჩვევები, შესაძლებლობა ეძლევათ წამოადგინონ თავიანთი ცოდნა სხვადასხვა ნამუშევრების გამოქვეყნებით, პეზენტაციით, გამოფენით. ყველა მოსწავლე, მიუხედავადმათი უნარებისა, ჩართულია პროექტის განხორციელების პროცესში და წარმოაჩენს საკუთარ თავს. ყოველივე ეს მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევთ მსწავლეებს შეძლონ მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები გამოიყენონ პრაქტიკაში, ცხოვრებისეულ გარემოში.მოსწავლეები სწავლობენ ინტერნეტ რესურსების გამოყენების წესებს, გამოყენებულ მასალებზე უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები და არ უნდა ვიყოთ სხვისი აზრის თუ გაწეული შრომის მომთვისებელები.რტენინგის პირველი ორი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო.

No comments:

Post a Comment